1772025429
სპორტი
გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
საქართველოს ნაკრებისა და „ვილიარეალის“ შემტევი გიორგი მიქაუტაძე ესპანეთის ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ქართველმა ფეხბურთელმა თებერვლის თვეში „ვილიარეალის“ მაისურით 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 3 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. მიქაუტაძემ „ესპანიოლის“, „ხეტაფეს“ და „ლევანტეს“ კარი დალაშქრა.
ყველაფერთან ერთად აღნიშნული ფაქტი ორმაგად სასიხარულოა საფეხბურთო სიმულატორის მოყვარულთათვის, რადგან მიქაუტაძეს FC 2026-ში (Ultimate mode-ში) სპეციალური ქარდი გამოუვა.
შეგახსენებთ, მიქაუტაძე „ვილიარეალს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა, მას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.