1772024652
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6740 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6742 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1505 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1521 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0609 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 თებერვალს შევა ძალაში.