Loading data...
გიორგი მამარდაშვილი: ქართველ გულშემატკივარს მინდა მივმართო, ჩვენი ირწმუნოს, რადგან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია

ქართველ გულშემატკივარს მინდა მივმართო, რომ ირწმუნოს ჩვენი, დაიჯეროს ჩვენი, რადგან ჩვენ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „იმედთან“ საუბრისას განაცხადა. 

მამარდაშვილის თქმით, ნაკრების წევრები მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად იასპარეზონ.

„საქართველოს ნაკრების მაისურით ფინალის თამაში არ არის მარტივი და ჩემი აზრით, მეტოქეს მნიშვნელობა არ ექნებოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მაინც რთული თამაში გამოვიდოდა. ქართველ გულშემატკივარს მინდა მივმართო, რომ ირწმუნოს ჩვენი, დაიჯეროს ჩვენი, რადგან ჩვენ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. [ევროპის ჩემპიონატის] დებიუტანტები ვართ, მაგრამ ბიჭების მჯერა, ჩემი მჯერა, რომ შეგვიძლია იქაც ბევრი რამ გავაკეთოთ და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი. ეჭვიც არ მეპარება, რომ თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმზე მეტს გააკეთეს, იმისთვის რომ კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა მამარდაშვილმა.