Loading data...
გიორგი ქინქლაძე ევროპის ჩემპიონია, შოთა კაკაბაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე (U17) საქართველოს ნაკრებიდან გიორგი ქინქლაძემ (65 კგ) და შოთა კაკაბაძემ (65 კგ) იასპარეზეს და ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით, გიორგი ქინქლაძემ ატაცში 118 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

შოთა კაკაბაძემ კი 117 კილოგრამი დაძლია, ვერცხლის მედალს დაეუფლა და ევროპის ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.