Loading data...
გიორგი გველესიანი ისევ ირანში ითამაშებს - მან ახალი კონტრაქტი გააფორმა

გიორგი გველესიანმა „პერსეპოლისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და მომდევნო სეზონშიც ირანულ გუნდში ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

გველესიანს „პერსეპოლისთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ამოეწურა, თუმცა მხარეები თანამშრომლობის ერთი წლით განახლებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი „პერსეპოლისში“ 2022 წლიდან გამოდის და 64 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი. სწორედ მისი გადამწყვეტი გოლით გახდა გუნდი წელს ირანის ჩემპიონი. 33 წლის მცველი „პერსეპოლისის“ საუკეთესო ბომბარდირია ლეგიონერებს შორის.

გიორგი გველესიანს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში“, „ზობ აჰანში“, „ნასაჯში“ და „სეპაჰანშიც“ აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრებში მის აქტივში ოთხი შეხვედრაა, საიდანაც სამი ევრო 2024-ზე ჩაატარა.

View this post on Instagram

A post shared by Persepolis (@perspolis)