Loading data...
„გეტყვით, რატომ იმსახურებს ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს“ - ფაბიო კანავარო

ფაბიო კანავარომ ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი დაასახელა. ლეგენდარული მცველის აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ხვიჩა კვარაცხელია იმსახურებს. ყოფილმა იტალიელმა უკანახაზელმა ქართველი ვინგერი ლიონელ მესისა და კილიან მბაპეზე წინ დააყენა.

„კარგი მახსოვრობა მაქვს და ყურადღებას მხოლოდ ბოლოდროინდელ მოვლენებზე არ ვამახვილებ. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე კვარა იყო. ხმის მიცემის საშუალება რომ მქონდეს, მას ავირჩევდი. დიახ, სხვებმა შეიძლება მოახდინონ ორიენტირება მუნდიალზე და აირჩიონ მესი ან მბაპე, მაგრამ ხვიჩას წარმოუდგენელი სეზონი ჰქონდა“, - განაცხადა მადრიდის რეალის ყოფილმა უკანახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართება 26 ოქტომბერს, ლონდონში. ლიონელის, კილიანისა და ქართველი შემტევის გარდა, ფავორიტებს შორის განიხილებიან ჰარი კეინი, როდრი ერნანდესი, ლამინ იამალი და მაიკლ ოლისე.