1789469718
სპორტი
Geo Team-ის ინფორმაციით, გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი იქნება.
გურამ კაშია საფეხბურთო საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტი გახდება. ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
საფეხბურთო გვერდის ინფორმაციით, „ჯვაროსნების“ ყოფილი კაპიტანი უკვე საქართველოშია და ეროვნულ გუნდში საქმიანობას სექტემბრის სანაკრებო პაუზისას დაიწყებს.
შეგახსენებთ, გურამ კაშია 129 მატჩით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია. მან პროფესიული კარიერა 38 წლის ასაკში დაასრულა და გამოცემა sport24.pluska.sk-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მწვრთნელობას აპირებს.