Loading data...
„გამარჯვების გოლი“ - გიორგი კვერნაძემ „ფროსინონეს“ მოაგებინა

იტალიის სერია A-ს მესამე ტურში გამართული მატჩი „ფროსინონესა“ და ვენეციას შორის საკმაოდ უხვგოლიანი და დრამატული გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

„ფროსინონემ“ თამაში თავის სასარგებლოდ თავიდანვე წაიყვანა და ორი გოლი გაიტანა, თუმცა მეორე ტაიმში ერთ მონაკვეთში სადავეები გაექცათ და ასევე, ორი ბურთი გაუშვეს.

სამაგიეროდ, „ფროსინონეს“ გმირად ქართველი შემტევი გიორგი კვერნაძე მოევლინა, რომელმაც 82-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 3 ტურის შემდეგ ფროსინონეს 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა, კვერნაძის ანგარიშზე კი უკვე გოლი და საგოლე გადაცემაა.