Loading data...
„გადამწყვეტი როლის შესრულება მოუწევს, ეს არ იქნება იოლი!“ - France Bleu ხვიჩა კვარაცხელიას ახალ მისიაზე პსჟ-ში

სანაკრებო პაუზის შემდეგ საკლუბო ფეხბურთი ბრუნდება. კვირას „პარი სენ-ჟერმენი“, რომლის ღირსებასაც ხვიჩა კვარაცხელია იცავს ლიგა 1-ის მეოთხე ტურში „პარკ დე პრენსზე“ „ლანსს“ უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ფრანგული გამოცემა France Bleu საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის თქმით, დუესა და დემბელეს არყოფნაში, ხვიჩა კვარაცხელიამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს.

„პსჟ მომდევნო მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს და „ლანსის“ წინააღმდეგ დუესა და დემბელეს გარეშე მოუწევთ თამაში, თუმცა პარიზელებს ეყოლებათ ხვიჩა კვარაცხელია. ქართველ ფეხბურთელს სეზონის სტარტი არცთუ კარგი გამოუვიდა და უახლოეს პერიოდში გადამწყვეტი როლის შესრულება მოუწევს. სეზონის ეს მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კლუბმა პრობლემები გადაჭრას. ლიგა 1-ში მაქსიმალურად წინ გაჭრაა საჭირო, რათა კლუბმა აქცენტის გადატანა ჩემპიონთა ლიგაზეც მოახერხოს.

უახლოეს პერიოდში პსჟ-ს ტრავმირებული დეზირე დუე და უსმან დემბელე ვერ დაეხმარებიან და ამ პერიოდში გუნდში მნიშვნელოვანი როლი ორ ფეხბურთელმა ბრედლი ბარკოლამა და ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა შეასრულონ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სანაკრებო პაუზის დროს, როგორც კვარაცხელია, ისე ბარკოლა კარგად გამოიყურებოდნენ. ხვიჩამ ორივე მატჩი შეძლო გატანა, ხოლო ბრედლიმ გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა“,- წერს გამოცემა.