Loading data...
„მოთმინება იწურება“ - ტრამპმა პუტინსა და ზელენსკისთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის მიმართ მისი მოთმინების ფიალა „იწურება“. ეს განცხადება მან Fox News-თან ინტერვიუში გააკეთა.

ამგვარად, ტრამპს პოლონეთზე რუსული დრონებით თავდასხმაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს და ჰკითხეს, იწურება, თუ არა მისი მოთმინება პუტინის მიმართ.

„დიახ, ის იწურება და სწრაფად იწურება. თუმცა ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო. ეს საოცრებაა. როდესაც პუტინს ამის გაკეთება სურდა, ზელენსკიმ ეს არ გააკეთა. როდესაც ზელენსკის ამის გაკეთება სურდა, პუტინმა ეს არ გააკეთა. ახლა ზელენსკის სურს ამის გაკეთება, პუტინი კი კითხვის ნიშანია“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზეც ისაუბრა. 

„ეს ბანკებს ძალიან მძიმე დარტყმას მიაყენებს და ეს ნავთობსა და ტარიფებს უკავშირდება“, - განაცხადა ტრამპმა, როდესაც ჰკითხეს, თუ რა სანქციები შეიძლება დაუწესოს რუსეთს.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან უკვე „ბევრი რამ გააკეთა“ რუსეთის დასასჯელად და გაიხსენა ინდოეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები, რამაც სინამდვილეში ვერ აიძულა ეს ქვეყანა, უარი ეთქვა რუსულ ნავთობზე.

„ეს ევროპის პრობლემაა ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ჩვენი“, - დასძინა ტრამპმა.