1776429153
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია!
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი ლევი ფინალში ეფექტური გდებით დაამარცხა.
შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ეთერ ლიპარტელიანმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროც მიამატა.
იგი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპა მოიგო.