Loading data...
ეროვნულ ნაკრებსა და კაბო-ვერდეს ნაკრებს შორის შეხვედრა ფრედ დასრულდა

ეროვნულ ნაკრებსა და კაბო-ვერდეს ნაკრებს შორის შეხვედრა 1:1 დასრულდა.

„ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კაბო-ვერდესთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. მატჩი 1:1 დასრულდა.

პირველი ტაიმის დამატებით დროში ანგარიში საბა ლობჟანიძის გოლით გაიხსნა. 79-ე წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში პენალტით გაათანაბრეს.

ქართველმა ფეხბურთელებმა წინა ამხანაგურ მატჩში „დინამო არენაზე" ფარერის კუნძულების ნაკრები 1:0 დაამარცხეს.