Loading data...
დვალიშვილი რევანშს სთავაზობს შონ ო'მალს, რომელიც მიიჩნევს, რომ მერაბთან ბრძოლაში სულაც არ დამარცხებულა

მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალს რევანშს სთავაზობს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 15 სექტემბერს გამართული ბრძოლიდან რამდენიმე დღეში, მერაბთან მარცხი არ აღიარა.

„გავიგე, თურმე ო'მალი ფიქრობს, რომ მან მოიგო ეს ბრძოლა და განმეორებითი შერკინება სურს. თუ ეს არის მისი სურვილი, შეუძლია მიიღოს, რაც უნდა. მოდი 16 ნოემბერს, Garden-ში გავაკეთოთ ეს და ამის შემდეგ, ტიტულს ნებისმიერთან დავიცავ, ვისაც კი UFC მოისურვებს, რომ ვეჩხუბო. რას ფიქრობ ამაზე?“, - წერს დვალიშვილი. 

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა ო'მალის სუპერმსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლაში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია და UFC-ის ქამარი ჩამოართვა.

შონ ო'მალმა თავდაპირველად მარცხი აღიარა და მერაბისთვის ქამრის გადაცემას აპლოდისმენტებითაც შეხვდა.

„მერაბ დვალიშვილი ჩემზე ძლიერი იყო, თავის გასამართლებელი მიზეზი არ მაქვს“, - განაცხადა მან მატჩის შემდეგ.

თუმცა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრძოლას უყურა და თვლის, რომ პირველ, მესამე და მეხუთე რაუნდებში მან მოიგო.