Loading data...
„დინამო არენაზე“ საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი მიმდინარეობს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთის ნაკრებთან მართავს.

მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გუნდის ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე.

სათადარიგო: გუგეშაშვილი, კერესელიძე, ხვადაგიანი, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, მამუჩაშვილი, გაგნიძე, ლომინაძე, ლობჟანიძე, გულიაშვილი, კვერნაძე, ზივზივაძე.

თურქეთთან შეხვედრის შემდეგ, 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. მომდევნო მატჩიც თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება.