Loading data...
„დინამო არენაზე“ საქართველო-ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი დაიწყო

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთის ნაკრებთან მართავს.

მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყო.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა გაგნიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია.

გუნდის კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაა.