დილემა „ენფილდზე“ - რას გადაწყვეტს მამარდაშვილი, თუ ალისონი „ლივერპულში“ დარჩება?
Sky Sports-ის ინფორმაციით, „ლივერპულის“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა, შესაძლოა, „ლივერპული“ დატოვოს, თუ კლუბი ალისონ ბეკერთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
Sky Sports-ის ჟურნალისტის ვინი ო’კონორის თქმით, ქართველი, სავარაუდოდ, გუნდის შეცვლას მოისურვებს, თუ 34 წლის მეკარე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
„ალისონს დარჩენა სურს. 34 წლის ასაკში ის კვლავ ანდონი ირაოლას უდავო ნომერ პირველია. კულისებში ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან ალისონის ამჟამინდელი კონტრაქტი ზაფხულში იწურება. ვირჯილ ვან დეიკისა და მოჰამედ სალაჰის კონტრაქტების მიმდინარეობის მსგავსად, „ლივერპულმა“ კომენტარი არ გააკეთა ალისონთან მოლაპარაკებების სტატუსის შესახებ.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ვან დაიკთან და სალაჰთან შეთანხმებას მათი კონტრაქტების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე მიაღწიეს. კლუბის პერსპექტივიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია ალისონის მომავლის მიმართ მოთმინება. თუ მხარეები შეთანხმდებიან მისი დარჩენის გახანგრძლივებაზე (რამაც საბოლოოდ შეიძლება ცხრა წელზე მეტი იყოს), გიორგი მამარდაშვილს, შესაძლოა, საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოუწიოს.
იმის გათვალისწინებით, რომ ის 26 წლისაა და 2024 წლის ზაფხულში ტრანსფერის შემდეგ მხოლოდ სათადარიგოთა სკამზეა, გასაკვირი არ იქნება, თუ მას კლუბის შეცვლა მოუნდება, რათა ძირითად გუნდში რეგულარული თამაშის დრო მიიღოს, ისევე როგორც „ვალენსიაში“ ჰქონდა“, - ციტირებს Sky Sports ო’კონორის სიტყვებს.