„დიდი ქართველი აშკარად კარგი მეკარეა, დებიუტის გათვალისწინებით კარგად ითამაშა“ - „ლივერპულური“ მედია მამარდაშვილზე

„ლივერპულური“ მედია ინგლისის პრემიერლიგაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტს გამოეხმაურა.
მერსისაიდული კლუბი „ჩელსისთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ ქართველ მეკარეს საკმაოდ კარგი თამაში ჰქონდა.
Liverpool.com 6 ქულა: „პრემიერლიგაში პირველად გამოჩენისას თავდაჯერებული იყო ჩაწოდებების დაჭერისას, თუმცა ბურთით ყოველთვის კომფორტულად არ გამოიყურებოდა. რამდენიმე კარგი სეივი გააკეთა“.
Liverpool Echo 7 ქულა: „ზედიზედ ორი კარგი სეივი როცა გიტენსს და ესტევაო აჯობა. თავის მცველებთან ურთიერთობას ამყარებდა“.
This is anfield 6 ქულა: „დიდი ქართველი აშკარად კარგი მეკარეა, მან ორი კარგი სეივი შეასრულა, როდესაც გიტენსს და ესტევაოს არ მისცა გატანის საშუალება. თუმცა, ის ნამდვილად არ არის ბურთის ფლობაში ისეთი კარგი, როგორც ალისონი. კარგად ითამაშა იმის გათვალისწინებით, რომ ეს მისი დებიუტი იყო“.
გიორგი მამარდაშვილს „ლივერპულში“ სამი მატჩი აქვს ჩატარებული - მან ერთხელ პრემიერლიგაში ითამაშა, ერთხელ ჩემპიონთა ლიგაზე და ერთხელაც ინგლისის ლიგის თასზე.
„ლივერპული“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა (ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით - მესამედ) და ლიდერი აღარაა: 15 ქულით მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება „არსენალს“. სანაკრებო პაუზის შემდეგ არნე სლოტის გუნდი 19 ოქტომბერს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.