Loading data...
შსს - დაკავებულები არიან: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე

შსს-ს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.

მისი თქმით, დაკავებულებს ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

ცნობისთვის, პოლიციამ ბურჭულაძე იმ კლინიკიდან გაიყვანა, სადაც აქციის ორგანიზატორი ათონელზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შემდეგ მივიდა.

მანამდე რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა დააკავეს.

მურთაზ ზოდელავამ ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში აღიარა, რომ პრეზიდენტის სასახლის ეზოში პირველი შეიჭრა. როგორც ზოდელავამ განაცხადა, ის პირად მაგალითს აძლევდა მომიტინგეებს, რომლებსაც მოუწოდებდა, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრილიყვნენ.