Loading data...
დევისის და სმოლკინის ტრიუმფი ტოკიოში - ქართველმა წყვილმა სეზონი მოგებით გახსნა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ ცეკვებში მედლების კომპლექტი გათამაშდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა მოცეკვავე წყვილმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა - სეზონის პირველი საერთაშორისო სტარტი გამარჯვებით დაასრულეს. ქართველმა სპორტსმენებმა 188.99 ქულა დააგროვეს და ტურნირზე მონაწილე 12 წყვილს შორის პირველი ადგილი დაიკავეს, რითაც ოქროს მედლები მოიპოვეს.

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა ტურნირზე მაყურებელსა და მსაჯებს სეზონისთვის მომზადებული ახალი პროგრამები წარუდგინეს. სეზონის პირველ საერთაშორისო სტარტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან წყვილმა ახალი პროგრამები პირველად შეასრულა საერთაშორისო შეჯიბრებაზე.