Loading data...
ჩეხეთი-საქართველო - სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში სულ მალე სტუმრად ჩეხეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება.

ორივე გუნდის ძირითადი შემადგენლობა უკვე ცნობილია.

ჩეხეთი (3-4-3): კოვარი; ჰოლეში, იემელკა, ბორილი; ცოუფალი, ჩერვი, კრალი, ჩერნი; შულცი, კლიმენტი, ჰლოჟეკი

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი, გველესიანი, კაშია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და ჩეხეთი სულ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ორჯერვე მიმდინარე წელს: ევრო 2024-ზე (ფრე, 1:1) და ერთა ლიგაზე, სადაც საქართველომ 4:1 მოიგო.

ჩეხეთი-საქართველოს მატჩი ოლომოუცში, 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ამ შეხვედრაში უნდა გაირკვეს ჯგუფის გამარჯვებული და A დივიზიონის საგზურის მფლობელის ვინაობა (თუ მატჩი ფრედ არ დასრულდა და პარალელურად ალბანეთმა არ მოიგო). ჩეხეთს 8 ქულა აქვს და ლიდერია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა.