Loading data...
ჩაკვეტაძე The New York Times-ის სიაში - ამერიკულმა გაზეთმა ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც მზად არიან, პრემიერლიგის რომელიმე კლუბში ითამაშონ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური „უოტფორდის“ 25 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე The New York Times-ის სიაში მოხვდა.

პოპულარულმა ამერიკულმა გაზეთმა ჩემპიონშიპის ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც მზად არიან, რათა პრემიერლიგის რომელიმე კლუბში ითამაშონ.

როგორც The New York Times წერს, დიდი მოულოდნელობა იქნება, თუკი ქართველი ფეხბურთელი მომავალ სეზონსაც ინგლისის რანგით მე-2 ლიგაში გაატარებს.

„გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც მინდორზე ლამის კოჭებამდე ჩაწეული წინდებით გამოირჩევა, ნახევარდაცვაში უდიდესი როლი აკისრია. მას მეტწილად ცენტრალურ ზონაში იყენებენ, თუმცა, ფლანგის ნახევარმცველად თამაშიც შეუძლია. ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად 2024 წელს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა, როგორც ნაკრებში, ასევე, გუნდში უცვლელ რგოლს წარმოადგენს. ნამდვილად სახალისო სანახავია როგორ უსწორდება ის სისწრაფისა და დრიბლინგის ხარჯზე მეტოქეებს. მართალია, ჩაკვეტაძის სტატისტიკა გოლებისა და საგოლე პასების მხრივ გამორჩეული ნამდვილად არაა, ნათლად ჩანს, რომ ის ყველა მომენტში გულითა და უდიდესი ვნებით თამაშობს“, - წერს გამოცემა.