Loading data...
ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ტურნირის ფინალში იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა.

თავისუფალ პროგრამაში მათ 139,70 ქულა დააგროვეს და საქართველოს გუნდური 9 ქულა მოუტანეს.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 41 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

დღეს ფინალში მაყურებლების წინაშე თავისუფალი პროგრამით წარდგებიან ნიკა ეგაძე და ანასტასია გუბანოვა.

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.