1771221453
სპორტი
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ზამთრის ოლიმპიადაზე მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილზე არიან
მილანსა და კორტინაში ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები მიმდინარეობს. ფიგურულ სრიალში ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამა წარადგინა და მსაჯებისგან 75.46 ქულა დაიმსახურა.
ბერულავა-მეტელკინას წყვილი თავისუფალ პროგრამას დღეს, 16 თებერვალს, წარადგენს. შეჯიბრება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის ორ სახეობაში - ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში - რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.