Loading data...
მაკა ბოჭორიშვილი დღეს სლოვაკეთში ჩავა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით დღეს სლოვაკეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან იურაი ბლანართან, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა მინისტრები პრესასთან განცხადებებს გააკეთებენ.