1769887171
სპორტი
ალექსანდრე თავართქილაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის პრიზიორია
ალექსანდრე თავართქილაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის პრიზიორია. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ბულგარეთი ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასს მასპინძლობს.
ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ალექსანდრე თავართქილაძემ.
ნახევარფინალი ქართველმა სპორტსმენმა იტალიელ მოფარიკავესთან დათმო და მესამე ადგილს დასჯერდა. მსოფლიოს თასზე 247 ახალგაზრდა მოფარიკავე ასპარეზობს.