Loading data...
9 ლელო ნიდერლანდების ნაკრებთან - საქართველომ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2026 წლის გათამაშებაში მეორე მატჩი ჩაატარა.

„ბორჯღალოსნებმა“ წინა ტურში შვეიცარიას აჯობეს, ხოლო ამჯერად სტუმრად ნიდერლანდები ადვილად დაამარცხეს. საქართველომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც 28:5 მოიგო.

მეორე ტაიმში უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა 61:12 გაიმარჯვა და ბონუს ქულაც მოიპოვა.

ლელოებო მატკავამ (2), აფრასიძემ (2), ივანიშვილმა, მსტოიანმა, ჭუმბაძემ, მეტრეველმა და შველიძემ გაიტანეს, ხოლო ლუკა მატკავამ 8 გარდასახვაც გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „ბორჯალოსნებმა“ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, მაგრამ ამას მორიგ გამარჯვებაში ხელი არ შეუშლია.

საქართველოს ნაკრები ჯგუფს ორი ტურის შემდეგ ესპანეთთან ერთად 10 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 21 თებერვალს, სწორედ ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. საქართველოს ნახევარფინალის საგზური განაღდებული აქვს, ესპანეთთან ჯგუფში პირველადგილოსნის ბედი გაირკვევა. რაგბი ევროპის ნახევარფინალები 7-8 მარტსაა ჩანიშნული, ხოლო ფინალი - 15 მარტს.