Loading data...
„2 ოქრო და 2 ვერცხლი“ - ქართველი პარაძალოსნების წარმატებული მსოფლიო თასი

ქართველმა პარაძალოსანმა აკაკი ჯინჭარაძემ, ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა (+107კგ) წონაში, ინდივიდუალურ ასპარეზობაში 232 კგ.ასწია და ტურნირის გამარჯვებული გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 689კგ. დააგროვა და მეორე ოქროს მედალი აიღო.

ქართველმა პარაძალოსანმა გიორგი ლაცაბიძემ, ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაძალოსნობაში ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა (+107კგ) წონაში, ინდივიდუალურ ასპარეზობაში 217 კგ. ჩათვალა და ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 647კგ. დააგროვა და მეორე ვერცხლის მედალი აიღო.