ზვიად ავალიანი: POSTV-ის ჟურნალისტი გოგოები ე. წ. „პროევროპელ აქტივისტებს“ განსაკუთრებულად ჰყავთ მიზანში ამოღებული, ამით ისინი თითქოს ტელევიზიის დისკრედიტაციას ცდილობენ, მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ საკუთარ სულმდაბლობას უსვამენ ხაზს
„POSTV-ის ჟურნალისტი გოგოები ე. წ. „პროევროპელ აქტივისტებს“ განსაკუთრებულად ჰყავთ მიზანში ამოღებული. ამით თითქოს „პოსტვ“-ის დისკრედიტაციას ცდილობენ, მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ საკუთარ სულმდაბლობას უსვამენ ხაზს და ამტკიცებენ, რომ ყბადაღებული „ევროპული ღირებულებები“ აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რამდენს გადაუხდიან კონკრეტულ სისაძაგლეში“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ზვიად ავალიანი წერს, რომელიც მისი კოლეგის წინააღმდეგ განხორციელებულ შეურაცხმყოფელ ფაქტს გამოეხმაურა.
ავალიანი ამბობს, რომ რადიკალების რეალური მიზანი ისეთ საქართველოში დაბრუნებაა, სადაც ყველას შეურაცხყოფენ, დააბულინგებენ, გააჩუმებენ და მოსპობენ, ვისი პოზიციაც მათთვის მისაღები არ არის.
„შეხედეთ როგორი არაადამიანური ბულინგის, შეურაცხყოფებისა და დამცირების გადატანა უწევს ნათია კვარაცხელაის მუშაობის პროცესში და თქვენ დაინახავთ, თუ რა არის ლიბერალური ფაშიზმი. POSTV-ს ჟურნალისტი გოგოები ე. წ. „პროევროპელ აქტივისტებს“ განსაკუთრებულად ჰყავთ მიზანში ამოღებული. ამით ისინი თითქოს პოსტვ-ის დისკრედიტაციას ცდილობენ, მაგრამ სინამდვილეში ამით მხოლოდ საკუთარ სულმდაბლობას უსვამენ ხაზს და ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ ის ყბადაღებული „ევროპული ღირებულებები“, რომელთა დაცვის საბაბითაც წივილ-კივილი აქვთ გამართული, აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ რამდენს გადაუხდიან კონკრეტულ სისაძაგლეში. აბა როგორ? განა ქალის შეურაცხყოფა, მით უმეტეს უცენზურო სიტყვებით და სექსუალური აქცენტებით, ევროპული ღირებულებაა? მართალია, დღევანდელ ევროპაში ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ჩვენ ასე არ გვისწავლია და ასეთი ევროპისკენ არასდროს მივისწრაფოდით. თუმცა ქალის შეურაცხოფაც არ არის ერთადერთი პრობლემა ამ ისტორიაში. მოდით დავსვათ კითხვა: საერთოდ რას ერჩიან რადიკალი აქტივისტები პოსტვ-ის ჟურნალისტებს ქალი იქნება ის თუ კაცი? რა პრეტენზიები აქვთ ამ მედიასთან? პოსტვ-ს სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონთ? კი მაგრამ, რა ვალდებულია ტელევიზია ყველას მოსწონდეს? განა ევროპული სტანდარტი ისაა, რომ მხოლოდ იმ მედიას მისცე მუშაობის საშუალება, რომელიც მოგწონს? სხვათა შორის, თავის დროზე ნაციონალებმა ზუსტად ასეთი „დემოკრატია“ ააშენეს. სტუდენტებს შეიძლება არ ახსოვდეთ, მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს ის წლები და არ გვინდა იმ რეალობაში დაბრუნება. აი, რადიკალების რეალური მიზანი კი ზუსტად ეს არის: მათ ზუსტად ისეთ საქართველოში დაბრუნება უნდათ, სადაც ყველას შეურაცხყოფენ, დააბულინგებენ, გააჩუმებენ და მოსპობენ, ვისი პოზიციაც მათთვის მისაღები არ არის“, - წერს ავალიანი.