Loading data...
ზურაბ ქადაგიძე: რა ქაოსი და არეულობაც თბილისისთვის გაიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში

„ხალხის ძალის” დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა - ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება”.

მისი შეფასებით, თბილისისთვის გამეტებული ქაოსი და არეულობა მიიღეს ბრიუსელში.

„კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა - ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება... ჰო და რაც თბილისისთვის ქაოსი და არეულობა გამოიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში ! კოსების და კალასების პოლიტიკა გააგრძელეთ და უფრო შორს წახვალთ!”, - წერს ქადაგიძე.