Loading data...
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6984 ლარი გახდა.. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6979 არი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1606 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1636 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0630 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 დეკემბერს შევა ძალაში.