ზაზა შათირიშვილი: დღეს უკვე ყველა ვხედავთ, რომ „დიფ სთეითის“ მართული დონალდ ტრამპი, ფორმალურ მიზეზს ეძებს ევროპასთან გადამწყვეტი კონფლიქტისთვის, რათა საბოლოოდ ჩაეხსნას „ბებერ კონტინენტს“, რის შედეგადაც ევროპა, რომელიც ასევე „დიფ სთეითის“ მიერ იმართება, სრულად კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა
„როგორც უკვე აღვნიშნე, „დიფ სთეითის“ ვერაგული გეგმა, რომლის თანახმადაც ევროპა საბოლოოდ უნდა განადგურდეს და დაინგრეს არა მხოლოდ იდეოლოგიურად, თუ ეკონომიკურად, არამედ როგორც მსოფლიო პოლიტიკის ანგარიშგასაწევი აქტორი, გადამწყვეტ ფაზაშია შესული“, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, დღეს უკვე აშშ ფორმალურ მიზეზს ეძებს ევროპასთან კონფლიქტისთვის, რითაც საბოლოოდ ჩაეხსნება ევროპას, რაც საბოლოოდ „დიფ სთეითს“ მისცემს შესაძლებლობას, რომ ევროპა რუსეთთან ომში ჩართოს, რაც მათ სრულ ეკონომიკურ განადგურებამდე მიიყვანს.
„დღეს უკვე ყველა ვხედავთ, რომ „დიფ სთეითის“ მართული დონალდ ტრამპი, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ფორმალურ მიზეზს ეძებს ევროპასთან გადამწყვეტი კონფლიქტისთვის, რათა საბოლოოდ ჩაეხსნას „ბებერ კონტინენტს“, რის შედეგადაც ევროპა, რომელიც ასევე „დიფ სთეითის“ მიერ იმართება, სრულად კორპორაციული მმართველობის ხელში გადავა.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ევროპასთან პარტნიორობის დასრულება, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანი ბერკეტების შექმნას შეუწყობს ხელს - „დიფ სთეითს“ თავისუფლად შეეძლება ევროპა რუსეთთან სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში ჩართოს, ან ევროკავშირი დაშალოს, ან ორივე ერთად. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი სცენარი ევროპას კატასტროფულ შედეგებამდე, პრაქტიკულად, სრულ ეკონომიკურ განადგურებამდე მიიყვანს, რაც, საბოლოო ჯამში, ბევრად გაამარტივებს კორპორაციული მმართველობის დაფუძნებას კონტინენტზე“, - წერს ზაზა შათირიშვილი.