დიდ ბრიტანეთში ბავშვებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის საკითხი განიხილება
ინტერნეტში ბავშვების უკეთესი დაცვისთვის დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება არასრულწლოვანებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
შესაძლო ღონისძიებებს შორის განიხილება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების მხრივ უფრო მკაცრი რეკომენდაციები. როგორც დიდი ბრიტანეთის მეცნიერების, ინოვაციების და ტექნოლოგიების მინისტრმა, ლიზ კენდელმა განაცხადა, არსებული კანონები ამ სფეროში სიტუაციას ბოლომდე ვერ არეგულირებს.
ანალოგიური გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ ავსტრალიამ მიიღო. დიდი ბრიტანეთი გამოცდილების მისაღებად იქ სპეციალისტების გაგზავნას აპირებს.
ავსტრალიაში 16 წლამდე უმცროსი მოზარდებისთვის სოციალური ქსელები აკრძალულია.
რამდენიმე დღის წინ დანიამაც განაცხადა, რომ იქ 15 წლამდე უმცროსი მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალვა იგეგმება. ევროკომისიამ კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შეამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა YouTube და Snapchat, არასრულწლოვანების დაცვის ციფრული მომსახურების შესახებ კანონის მოთხოვნებს.