Loading data...
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება!

„საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება!“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია ისე გააგიჟა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მიწვევამ აშშ-ს პირველი ლედის მიერ, რომ ბინძურ ინსინუაციებს ავრცელებენ.

„საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება! ახლაც აშშ-ს პირველი ლედის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის (არ მიყვარს ქართულ სინამდვილეში ტერმინის„პირველი ლედის“ გამოყენება) აშშ-ში დაგეგმილმა ვიზიტმა, ისე გააგიჟათ, რომ იმდენად ბინძურ ინსინუაციებს ავრცელებენ, უკვე კითხვა მიჩნდება ფსიქიკური პრობლემები ხომ არ აქვთ, ამ ბოღმის ნიადაგზე?!“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.