1792925862
სოციალური მედია
ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციის დღევანდელ მორიგ მარშს - საქართველო ამის გარეშე, იმის გარეშე და ა.შ. ახლავს ერთი შტრიხი - LGBTQ რომელსაც ამ ხელისუფლებამ მისი დამსახურებული ადგილი მიუჩინა და ამ მიტინგის მონაწილეები ამას ვერ ეგუებიან
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის დღევანდელ აქციას ეხმიანება.
ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილის სტატუსს აზიარებს, რომელშიც ის ნიკა გვარამიას მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ კითხვას უსვამს და ყურადღებას ამახვილებს აქციის ლიდერად ნიკა გვარამიას შერჩევაზე.
„ოპოზიციის დღევანდელ მორიგ მარშზე, რომელსაც მე „სასოწარკვეთის მორიგ მარშს“ ვუწოდებდი, თუნდაც იმის გამო „ვარდების რევოლუციის“ კლიშეებს იმეორებენ - საქართველო ამის გარეშე, იმის გარეშე და ა.შ. ახლავს ერთი შტრიხი - LGBTQ რომელსაც ამ ხელისუფლებამ მისი დამსახურებული ადგილი მიუჩინა და ამ მიტინგის მონაწილეები ამას ვერ ეგუებიან“, - წერს ანჯაფარიძე.