Loading data...
დაზიანებული და გაძარცულია მაღაზიები - ბარსელონაში საპროტესტო აქცია კატალონიის პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონის ცენტრში სოციალური ქსელებით ორგანიზებული ახალგაზრდების საპროტესტო აქცია კატალონიის პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.

მედიის ცნობით, ათობით ახალგაზრდა კატალონიის მოედანზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა მაღაზიები გაძარცვეს, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და ქუჩის ინვენტარი დააზიანეს. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და მძიმე საგნები ესროლეს.

აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და გაძარცვეს 14 მაღაზია, ააგეს ბარიკადები და ცეცხლი წაუკიდეს 30-ზე მეტ ნაგვის ურნას.

სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს.

არეულობის გამო პოლიციამ მოედანზე შესასვლელები ჩაკეტა, მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიებმა კი უსაფრთხოების მიზნით ჟალუზები ჩამოსწიეს. კატალონიის პოლიციამ მოქალაქეებს მოუწოდა, კატალონიის მოედნის მიმდებარე ტერიტორიას მორიდებოდნენ, რადგან იქ ძალადობრივი ჯგუფები იმყოფებოდნენ.