ზაალ ანჯაფარიძე: ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებული უპრეცედენტო სამართლებრივი ზეწოლა და შანტაჟი „დიფ სთეითის“ ხელწერაა
ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანის, „კრედიტ სუისს“ შორის დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არათუ ძალაში დატოვა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ და ის კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ავაზაკური ძარცვის საქმეში ფინანსური და მორალური ნორმების, ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ყაჩაღობის საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება უბრალოდ გადაწერა იქნებოდა ყველანაირი სამართლებრივი ჭეშმარიტების, რაც ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითისთვისაც“ კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა.
„ბიძინა ივანიშვილსა და ერთ დროს მსოფლიო საბანკო სისტემის ფლაგმანის, „კრედიტ სუისს“ შორის დავა ბიძინა ივანიშვილის უპირობო, სრული გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არათუ ძალაში დატოვა, არამედ კიდევ უფრო გაამკაცრა „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ და ის კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ ავაზაკური ძარცვის საქმეში ფინანსური და მორალური ნორმების, ყველანაირი პრინციპის დამრღვევად გამოაცხადა. ყაჩაღობის საქმე იმდენად თეთრი ძაფით არის ნაკერი, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება უბრალოდ გადაწერა იქნებოდა ყველანაირი სამართლებრივი ჭეშმარიტების, რაც ეგრეთ წოდებული „დიფ სთეითისთვისაც“ კი წარმოუდგენელი გადამლაშება იქნებოდა. ამ შემთხვევაში მთავარი არა ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ ბიძინა ივანიშვილის მიმართ წარმოებული სამართლებრივ სივრცეში უპრეცედენტო ზეწოლა და შანტაჟია, როდესაც სასამართლოც და ყველაფერიც DEEP STATE-ი გახლავთ. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გაცხადდა რამდენიმე დღის წინ, რომ ივანიშვილს „არ აქვს მოლოდინი“, რომ სასამართლოს მიერ მის სასარგებლო გადაწყვეტილების მიუხედავად, მიეცემა კუთვნილი აქტივის განკარგვის საშუალება. არაერთხელ მითქვამს, რომ ივანიშვილის „ქეისი“ არის თვალსაჩინო მახასიათებელი, თუ რას წარმოადგენს დღეს დასავლეთი და მისი ინსტიტუტები“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.