Loading data...
ვასილ მაღლაფერიძე: როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, უპირობოდ მხარს დავუჭერ ტელეკომპანია „პოსტივის“ და ტელეკომპანია „იმედს“

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „პოსტივის“ მხარდაჭერას უცხადებს.

ამის შესახებ ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რაც შემეძლება, გვერდში დავუდგები და უპირობოდ მხარს დავუჭერ ტელეკომპანია „პოსტივის“ და ტელეკომპანია „იმედს“!!! სამი ძახილის ნიშანი!

P.S. და კიდო ერთი, შინაურსაც ეხება და გარეულსაც - თქვენი მუქარები …. აიკარით, ვინც შეგიშინებიათ, ისინი შეაშინეთ!“, - წერს ვასილ მაღლაფერიძე.