1772043354
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ხვალ ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ მინისტრმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ ისაუბრა.
მისი განმარტებით, როდესაც სანქციებზეა საუბარი, ამას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ბრიტანეთის მხარესთან. ხვალ, 26 თებერვალს ველოდები, რომ ბრიტანეთის ელჩი მოვა საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოვითხოვთ განმარტებას, თუ რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების, რომ ქართული ტელევიზიები [დასანქცირდნენ]. როდესაც სანქციებზეა საუბარი, ამას სჭირდება ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძვლები“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.