Loading data...
„რადიო თავისუფლების“ ბულგარული და რუმინული სერვისები 31 მარტს მაუწყებლობას შეწყვეტენ

რადიო „თავისუფალი ევროპის“/„რადიო თავისუფლების“ ბულგარული და რუმინული სერვისები (RFE/RL და Europa Liberă Romania) მაუწყებლობას 2026 წლის 31 მარტს შეწყვეტენ.

RFE/RL-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება საბიუჯეტო სირთულეებით არის განპირობებული.

„ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიღებულა და, პირველ რიგში, მიმდინარე საბიუჯეტო სირთულეებით არის განპირობებული. ჩვენ ვამაყობთ იმ უკომპრომისო და დაბალანსებული ჟურნალისტიკით, რომელსაც Svobodna Evropa და Europa Liberă România 2019 წელს, ბულგარეთსა და რუმინეთში დაბრუნების შემდეგ ქმნიდნენ. მადლობას ვუხდით ამ გუნდებს აუდიტორიისა და „რადიო თავისუფლების“ ერთგულებისთვის ამ შვიდი წლის განმავლობაში“, - განაცხადა სტივენ კაპუსმა.