ვახტანგ თოფურია: ერთ მხარეს დგას „რუხი კარდინალი“ ანუ Deep State, თავისი პროპაგანდისტული მედია-საცეცებით, მეორე მხარეს კი - მსოფლიო, რომელიც მშვიდობას უჭერს მხარს
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებებიდან გამომდინარე ამბობს, რომ მათ ფაქტობრივად ის დაადასტურეს, რასაც საქართველოს მთავრობა დიდი ხანია აცხადებს.
„ტულსი გაბარდმა და ანა პაულინა ლუნამ ფაქტობრივად დაადასტურეს ის, რასაც საქართველოს მთავრობა დიდი ხანია აცხადებს. ერთ მხარეს დგას „რუხი კარდინალი“ ანუ Deep State (ნატო/ევროკავშირი) თავისი პროპაგანდისტული მედია-საცეცებით (BBC/Reuters). მეორე მხარეს კი - მსოფლიო, რომელიც მშვიდობას უჭერს მხარს“,- წერს თოფურია.
@DNIGabbard and @RepLuna have effectively confirmed what the 🇬🇪Georgian government has been saying for a long time.
— Vakhtang Topuria (@vatopuria) December 21, 2025
On one side stands the Éminence grise or Deep State (NATO/EU) with its propaganda media tentacles (BBC/Reuters). On the other side, a world that favors peace.