ცოტნე ანანიძე: როცა ჩვენ ვახსენებთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას, რადიკალები ამას პრორუსულად გვითვლიან, ხოლო როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა, ან ზელენსკი — ეს მათთვის სრულიად ნორმალურია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როცა თავად უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, რადიკალები ამას პრორუსულად უთვლიან, ხოლო „როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა, ან ზელენსკი — ეს მათთვის სრულიად ნორმალურია“.
მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია, „ოცნების“ წევრს არ დაეთანხმონ.
„როცა ჩვენ ვახსენებთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას (ადამიანების გადარჩენისთვის), რადიკალები ამას პრორუსულად გვითვლიან. ხოლო როცა იგივეს ამბობს ამერიკა, ევროპა, ან ზელენსკი — ეს მათთვის სრულიად ნორმალურია. ეს თემაც ნათლად აჩვენებს: რაც არ უნდა თქვა, რადიკალები შინაარსში არ შედიან, არ იაზრებენ, არ კითხულობენ. მათთვის მთავარი არის, „ოცნების“ წევრს არ დაეთანხმონ — თუნდაც დედამიწის სიმრგვალეზე“, - წერს ანანიძე.