თამთა მეგრელიშვილი: პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ქვეყნის ოკუპაციას ქართველი ხალხი არ შეეგუება - მცირე სახელმწიფოების სუვერენული ინტერესები დიდი ძალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციის საგნად არ უნდა იქცეს
„გლობალური ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გზავნილები არის ხმა, რომელიც მსოფლიოს ეუბნება, რომ სახელმწიფოსა და ხალხის პოზიცია ურყევია ოკუპაციის მიმართ შეურიგებელ დამოკიდებულებაში, ერთიანია სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების აუცილებლობაში და ამას აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების აუცილებელ რესურსად განიხილავს“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პრემიერმა გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ქვეყნის ოკუპაციას ქართველი ხალხი არ შეეგუება, მცირე სახელმწიფოების სუვერენული ინტერესები დიდი ძალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციის საგნად არ უნდა იქცეს და არ უნდა მოხდეს მათი ინტერესების გამო მცირე სახელმწიფოთა ინტერესების გადაფარვა.
„გლობალური ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური გზავნილები არის ხმა, რომელიც მსოფლიოს ეუბნება, რომ სახელმწიფოსა და ხალხის პოზიცია ურყევია ოკუპაციის მიმართ შეურიგებელ დამოკიდებულებაში, ერთიანია სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების აუცილებლობაში და ამას აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების აუცილებელ რესურსად განიხილავს. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ უცვლელია ქართული სახელმწიფოს მიდგომა ისეთი პრინციპული საკითხების მიმართ, როგორიც არის თანასწორუფლებიანი და პარტნიორული ურთიერთობები ქვეყნებს შორის, როცა პატარა სახელმწიფოთა ინტერესების გადაფარვა არ ხდება დიდი სახელმწიფოების მხრიდან. ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის მიმართ ჩვენი მთავარი იარაღი არის არა ომი, არამედ გონივრული პოლიტიკა და მშვიდობიანი დიალოგი. ეკონომიკას განვიხილავთ, როგორც კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობების ხიდს ჩვენსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ შორის. ამრიგად, ქართული სახელმწიფოს გზავნილი უცვლელია: საქართველო არ შეეგუება ოკუპაციას და ირჩევს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. ეკონომიკური პროგრესი შერიგებისა და ერთიანობის შესაძლებლობების რესურსს ზრდის და, იმედია, ქართული სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების გამოყენება შერჩევითი ფორმით არ მოხდება. მცირე სახელმწიფოების სუვერენული ინტერესები დიდი ძალებისთვის პოლიტიკური მანიპულაციის საგნად არ უნდა იქცეს და არ უნდა მოხდეს მათი ინტერესების გამო მცირე სახელმწიფოთა ინტერესების გადაფარვა“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.