თამარ ჩიბურდანიძე: წაგებული ომისთვის პასუხს მთავარსარდალს სთხოვენ. სალომე ზურაბიშვილი კი მიზეზს სხვას აბრალებს, ვერ ხვდება, რომ დეზინფორმაციით გამარჯვება არ მოიპოვება
„პრეზიდენტის სახის გამომეტყველება ყველაფრის მთქმელია, თუმცა, საინტერესოა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ზურაბიშვილი მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის მარცხზე?“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ არჩევნებში ოპოზიციის მარცხის მთავარი მიზეზი წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათ მიერვე გამოყენებული დეზინფორმაცია იყო.
„პრეზიდენტის სახის გამომეტყველება ყველაფრის მთქმელია, თუმცა, საინტერესოა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ზურაბიშვილი მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციის მარცხზე? წაგებული ომისთვის პასუხს მთავარსარდალს სთხოვენ. სალომე ზურაბიშვილი კი მიზეზს სხვაგან ეძებს. არჩევნების გაყალბებას ხან ცესკოს და ხან რუსულ სპეცსამსახურებს აბრალებს. სინამდვილეში კი ოპოზიციის მარცხის მთავარი მიზეზი იყო დეზინფორმაცია, რითაც ისინი მართავდნენ წინასაარჩევნო კამპანიას და დღესაც სურთ, კიდევ უფრო მძლავრი დეზინფორმაციით, არჩევნების შედეგები უგულებელყონ. რაც აღარ გამოსდით. ოპოზიცია ქუჩას ვერ ააბობოქრებს. ან კი როგორ უნდა შეძლონ, ამას ხომ ხალხის ძალა სჭირდება? მათ ყველაზე მეტად საკუთარი ამომრჩევლები მოატყუეს. ამას ხვდება ხალხი და ნელ-ნელა ეხსნებათ. სიტყვები არ არის საჭირო, სიყალბეს, მლიქვნელობას, ფარისევლობას სახის გამომეტყველებით გრძნობს ხალხი. ოპოზიციის არავერბალური იმიჯიც სწორედ ეს არის, ვერბალზე აღარ ვსაუბრობ. ამიტომ, რა გასაკვირია, მთელი გაერთიანებული ოპოზიციის, მთელი ლიბერალური დასავლეთის ერთ პარტიასთან და რეალურად, ერთ კაცთან წაგება, როდესაც გამარჯვებულის მხარეს სიმართლე დგას,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.