1760261702
სოციალური მედია
შალვა პაპუაშვილი: „მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას სოციალურ ქსელის საშუალებით ეხმიანება და აცხადებს, რომ „თბილისის ქუჩების ომების უკან, ბრიუსელი დგას“.
„არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს“. ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია - თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას“, - წერს შალვა პაპუაშვილი.