შალვა პაპუაშვილი: დღეს შესრულდა ზუსტად 1200 წელი წმინდა მეფის აშოტ დიდი კურაპალატის აღსასრულიდან, სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ღონისძიებებს
„11 თებერვალს დაწესებულია ხსენება დიდი ქართველი მეფისა და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამებრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ დიდი კურაპალატისა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.
მისი თქმით, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელი სასულიეროსთან ერთად, საერო იუბილეა და შესაბამის აღნიშვნას იმსახურებს. ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მრავალათასწლიან წარსულს, უხსოვარ დროს დაწყებულ ჩვენს ისტორიას, რომლის შესახებაც საქართველოში ქვებიც კი ღაღადებენ.
„11 თებერვალს დაწესებულია ხსენება დიდი ქართველი მეფისა და ერისმთავრის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ფუძემდებლის, მოწამებრივად აღსრულებული და წმინდანად შერაცხილი მონარქის, აშოტ | დიდი კურაპალატისა. დღეს შესრულდა ზუსტად 1200 წელი წმინდა მეფის აღსასრულიდან. სიმბოლურია, რომ ამ მრგვალი თარიღის აღნიშვნა დაემთხვა მიმდინარე საიუბილეო წელს, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის ღონისძიებებს. საქართველოს გაქრისტიანების 1700 წელი სასულიეროსთან ერთად, საერო იუბილეა და შესაბამის აღნიშვნას იმსახურებს. ეს არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს მრავალათასწლიან წარსულს, უხსოვარ დროს დაწყებულ ჩვენს ისტორიას, რომლის შესახებაც საქართველოში ქვებიც კი ღაღადებენ.
17 საუკუნის წინ საქართველოში შემოვიდა და იქადაგა წმინდა ნინომ, მან მოაქცია ქართლი, ქრისტეს მოციქულთა ნაკვალევი, გაანათლა წმინდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა, ხოლო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აქცია. შეუძლებელია ჩვენი სახელმწიფოს ისტორიის მოთხრობა ქრისტიანობის გარეშე, მონარქიის გარეშე, წმინდა და თავდადებული მეფეების და დედოფლების გარეშე. სწორედ ასეთი იყო დიდი მეფე აშოტ პირველი, მეფე ქართლისა, ტაო-კლარჯეთისა, ბაგრატიონთა დინასტიის სამეფო ტახტზე დამამკვიდრებელი. მრავალბრძოლაგამოვლილი მეფე ზუსტად 12 საუკუნის წინ, დღევანდელ დღეს, მოღალატეებმა დოლისყანის მონასტრის ტაძრის საკურთხეველში გამოასალმეს სიცოცხლეს. საუკუნოდ იყოს ჩვენი დიდი და წმინდა წინაპრების დიდება და ღვაწლის ხსენება!“, - წერს პაპუაშვილი.