1750016545
სოციალური მედია
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნება“ ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონობას ულოცავენ.
შესაბამის მისალოც ქარდებს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტია აქვეყნებენ.
ისტორიაში პირველად, ქართველმა ქალმა ძიუდოისტმა, ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.