1786360445
სოციალური მედია
„სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს“ - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დასავლელი პარტნიორების მაშინდელ პოზიციას იხსენებს.
კერძოდ, ანანიძე იშველიებს კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკკეინის განცხადებებს, რომლებიც აფრთხილებდნენ სააკაშვილს, არ აჰყოლოდა რუსეთის პროვოკაციებს.
„კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზას, მაკ კეინის საჯარო განცხადებებია: სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს და მისი ქმედებები იყო შეცდომა. ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!“, - წერს ანანიძე.