1786367268
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6198 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6210 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0274 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0212 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0549 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 11 აგვისტოს შევა ძალაში.