Loading data...
რატი იონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო! სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!

პარაძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამარჯვებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო! პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მსოფლიო ჩემპიონია!

ბრაზილიის და ყაზახეთის უძლიერესი ნაკრებების მერე ნახევარფინალში მონღოლეთს - 4:0, ფინალში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსეთის გუნდს 4:2 მოვუგეთ! სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო!

ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ სოხუმისათვის! საქართველოსთვის!“, - წერს იონათამიშვილი.