ნინო წილოსანი: ნაცების გადახდილი მილიონამდე ლარი არაერთ სენატორთან, კონგრესმენთან შეხვედრებს და მოთაფვლას მოხმარდა, ამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა Fara-ში გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა, რომლის ანალოგიური პრინციპის დანერგვისთვის ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ქარცეცხლი გამოგვატარეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი FARA-ს დოკუმენტს ეხმიანება და „ნაცურ ლობიზმში ჩართულ ამერიკელ პოლიტიკოსებზე“ ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, „ამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა Fara-ში გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა, რომლის ანალოგიური პრინციპის დანერგვისთვის ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ქარცეცხლი გამოგვატარეს“.
„ახლა Fara-ს დოკუმენტიდან ნაცურ ლობიზმში ჩართულ ამერიკელ პოლიტიკოსებზეც მოგიყვებით
კონგრესმენებსა და მათი ოფისების წარმომადგენლებთან განხორციელებულ შეხვედრებში გამოვარჩევდი ჯო უილსონს, რომელიც საქართველოზე უფრო მეტს პოსტავს, ვიდრე საკუთარ საარჩევნო ოლქზე)) შესაბამისად, ნაციონალებს ყველაზე მეტად გულუხვად სწორედ ჯო უილსონი დაუჯილდოებიათ შეხვედრებითა და....
სიაში გვხვდება აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში, ასევე კრის სოჩა, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსია და აქტიურად მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საქმეზე. მახსოვს როგორი მონდომებით ვცდილობდით მათი უსამართლო განცხადებების ახსნას და თურმე რა ახსნა სჭირდებოდა ამაზე მეტი...
აქვე ჰელსინკის კომისიის აქტიურ წევრებთან კავშირებზეა საუბარი. კომისიის, რომელიც შეგახსენებთ, რომ საქართველოზე დეზინფორმაციისა და არამეგობარი აქტის გამავრცელებელია.
გარდა ამისა, ნაცების გადახდილი მილიონამდე ლარი, როგორც ჩანს არაერთ სენატორთან, კონგრესმენთან და მათი ოფისების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და მოთაფვლას მოხმარდა.
დოკუმენტი ცხადყოფს რომ მრავალი სახის კომუნიკაცია შედგა, იმისათვის რომ მეგობარი აქტი როგორღაც გაეტანათ.
პოსტის ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა Fara-ში გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა, რომლის ანალოგიური პრინციპის დანერგვისთვის ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ქარცეცხლი გამოგვატარეს“,- წერს ნინო წილოსანი.